Immergas შეცდომის კოდები

Eolo Star

კოდი აღწერა
01 ანთების, გაზის სარქველის ან პლატის პრობლემა.
02 (წითელი შუქი) მოწყობილობის გადახურება და ბლოკირება. ლიმიტ თერმოსტატის პრობლემა.
03 ვენტილატორის პრობლემა.
05 ცხელი წყლის NTC სენსორის შეცდომა (სისტემა არ იძლევა ცხელ წყალს და ინთება ყვითელი შუქი).
10 წყლის დაბალი წნევა. წნევა 0.5 ბარზე დაბალია, აუცილებელია 1.5 ბარამდე აწევა.
11 ჰაერის ნაკადის პრობლემა (საკვამურის გაჭედვა, ვენტილატორი ან პრესოსტატი).
27 წყლის ცირკულაციის პრობლემა ან ტუმბოს გაუმართაობა (შესაძლოა ქვაბმა ხმაური გამოსცეს, აღარ გაათბოს წყალი/რადიატორები).
28 გაჟონვა სისტემაში ან ელექტრონული გაუმართაობა. ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოიძახეთ ხელოსანი.
31 დისტანციურ მართვის პანელთან კავშირის პრობლემა.

Eolo Maior

კოდი აღწერა
30 C0 ანთების შეცდომა (დედაპლატა, გაზის სარქველი, იონიზაციის ელექტროდი, პრესოსტატი, საკვამური).
40 C0 ჰაერის ნაკადის შეცდომა (დედაპლატა, ვენტილატორი, პრესოსტატი).
50 C0 წყლის დაბალი წნევა (უნდა იყოს 1.5 ბარი).
60 C0 ცირკულაციის შეცდომა (ტუმბო, ფილტრი, NTC სენსორი, თბომცვლელის ნადები).
70 C0 რადიატორის წყლის NTC სენსორის შეცდომა.
80 C0 მოხმარების წყლის NTC სენსორის შეცდომა.
90 C0 გადახურება (ტუმბო, ფილტრი, NTC სენსორი, თბომცვლელის ნადები).

Nike Star

კოდი აღწერა
01 ანთების პრობლემა.
02 ლიმიტ თერმოსტატის პრობლემა.
03 საკვამურის თერმოსტატის შეცდომა.
04 ელექტრომექანიკური კონტაქტების პრობლემა.
05 გათბობის (რადიატორის) NTC სენსორის პრობლემა.
06 ცხელი წყლის სენსორის პრობლემა.
08 ქვაბის ზედმეტი გადატვირთვის (Reset) შეცდომა.
10 წყლის მცირე წნევა სისტემაში.
20 დეფექტური (პარაზიტული) ალი.
27 ცირკულაციის ტუმბოს პრობლემა.
28 გაჟონვა სისტემაში.
31 ოთახის თერმოსტატთან კავშირის გაწყვეტა.

Victrix

კოდი აღწერა
01 მოწყობილობის ანთების პრობლემა.
02 ქვაბის გადახურება.
05 გათბობის NTC სენსორის პრობლემა.
06 ცხელი წყლის სენსორის პრობლემა.
08 გადატვირთვის (Reset) სელექტორის პრობლემა.
09 კალიბრაციის ფუნქცია აქტიურია.
10 ტუმბოს (პომპის) პრობლემა.
15 ქვაბის პროგრამირების (კონფიგურაციის) შეცდომა.
16 ვენტილატორის შეცდომა.
20 მოწყობილობა ბლოკავს ანთებას.
27 წყლის არასაკმარისი ცირკულაცია.
31 მართვის პანელის პრობლემა.
37 დაბალი ძაბვა.

Eolo Mini

კოდი აღწერა
01 ანთების შეცდომა.
02 ლიმიტ თერმოსტატის მწყობრიდან გამოსვლა.
03 ვენტილატორის პრობლემა.
05 მიწოდების (სენსორის) პრობლემა.
06 გათბობის სენსორის პრობლემა (ინთება ყვითელი შუქი, რადიატორები არ თბება კარგად).
08 ზედმეტი გადატვირთვის (Reset) შეცდომა.
10 დაბალი წნევის მაჩვენებელი კოდი.
11 ჰაერის პრესოსტატის შეცდომა.
15 ქვაბის პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომა.
20 პარაზიტული ალის მაჩვენებელი კოდი.
24 ქვაბის ღილაკების პანელის პრობლემა.
27 ცირკულაციის ტუმბოს პრობლემა.
31 დისტანციურ მართვის პანელთან კავშირის პრობლემა.
37 დენის ძაბვის ვარდნა.
38 ალის სიგნალის დაკარგვა (იონიზაციის ან ანთების ელექტროდების პრობლემა).
43 ალის სიგნალის ჩაქრობის/დაკარგვის პრობლემა.
44 გაზის სარქველი დიდი ხნით ღია დარჩა და დაიბლოკა (საჭიროებს Reset-ს).

Eolo Mythos

კოდი აღწერა
E00 ანთების, გაზის სარქველის ან პლატის პრობლემა.
E02 ალი არ არის.
E04 ქვაბი დაიბლოკა. საჭიროებს დიაგნოსტიკას.
E12/E18/E19 გადადუღება (დუღილის/გადახურების დაცვა).
E28/E29 ვენტილატორის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.
E31/E36, E32/E37 მოკლე ჩართვა. ტემპერატურის სენსორი ან პლატა გამოსაცვლელია.
E65 საკვამურის პრობლემა.

ვერ აგვარებთ პრობლემას?

პროფესიონალი ტექნიკოსი ადგილზე მოვა 1-2 საათში

call გამოიძახე ტექნიკოსი