← უკან ბლოგზე
ხარვეზები

რატომ ვარდება წნევა გათბობის ქვაბში?

calendar_today 10 სექ 2024 schedule 3 წთ წაკითხვა
რატომ ვარდება წნევა გათბობის ქვაბში?

წნევის ვარდნა არის გამოძახების #1 მიზეზი. ბევრ ქვაბზე ვარდება E10, F37 მოციმციმე ერორი, რაც იმას ნიშნავს რომ სისტემაში წყალი აკლია.

ძირითადი მიზეზები

  • გაჟონვა: ყველაზე ხშირი მიზეზია მიკრო გაჟონვა მილების გადაბმებში, რადიატორის ვენტილებში ან თავად ქვაბში. ყურადღებით დაათვალიერეთ რადიატორების ქვეშ იატაკი და კოლექტორების ყუთი.
  • გაფართოების ბაკი: თუ ქვაბის უკან დამონტაჟებულ მრგვალ ბაკს დაეშვა წნევა ან გაუსკდა მემბრანა, ქვაბი ვეღარ დაარეგულირებს წყლის გაფართოებას, იწყებს წყლის დაღვრას დამცავი სარქველიდან და შესაბამისად წნევაც ვარდება.
  • ჰაერი სისტემაში: თუ ახლახან დაამატეთ წყალი და გამოუშვით ჰაერი, ბუნებრივია რომ წნევა ოდნავ დავარდება და დამატება მოგიწევთ.

გჭირდებათ დახმარება?

ნუ გადადებთ პრობლემას და დაუკავშირდით პროფესიონალებს პირდაპირ ახლა.

call დაჯავშნე ვიზიტი