← უკან ბლოგზე
მოვლა

ქვაბის ზაფხულის რეჟიმი: რატომ არ უნდა გამოვაერთოთ დენიდან?

calendar_today 01 მაისი 2024 schedule 2 წთ წაკითხვა
ქვაბის ზაფხულის რეჟიმი: რატომ არ უნდა გამოვაერთოთ დენიდან?

ბევრი მომხმარებელი გაზაფხულზე გათბობის სეზონის დასრულებისას ქვაბს პირდაპირ დენიდან თიშავს. ეს არის სერიოზული შეცდომა, რამაც შეიძლება ძვირადღირებული ნაწილების გაფუჭება გამოიწვიოს.

ტუმბოს ჩაჭედვის რისკი

როდესაც სისტემაში წყალი თვეების განმავლობაში არ მოძრაობს, ცირკულაციის ტუმბოში (პომპაში) არსებული ნალექი და ჟანგი მყარდება და შეიძლება როტორი ჩაიჭედოს. ზამთარში ჩართვისას პომპა ვეღარ დატრიალდება და შეიძლება დაიწვას.

რა არის სწორი გზა?

გადაიყვანეთ ქვაბი "მზის" ნიშნულზე (ზაფხულის რეჟიმი), სადაც გათბობა გამორთულია 0-ზე და მუშაობს მხოლოდ ცხელი წყალი. თანამედროვე ქვაბებს აქვთ "ანტი-ბლოკირების" ფუნქცია - ისინი ყოველ 24 საათში ერთხელ რამდენიმე წამით ავტომატურად ატრიალებენ პომპას, რომ არ ჩაიჟანგოს. ამისათვის აპარატი აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული დენში.

გჭირდებათ დახმარება?

ნუ გადადებთ პრობლემას და დაუკავშირდით პროფესიონალებს პირდაპირ ახლა.

call დაჯავშნე ვიზიტი
call 591-30-54-54 chat WhatsApp ჩატი
chat
WhatsApp ჩატი
call
591-30-54-54
headset_mic დაგვიკავშირდით
keyboard_arrow_up