იატაკის გათბობა vs რადიატორები
ახალი რემონტის დროს ერთ-ერთი მთავარი დილემაა: დავამონტაჟოთ ტრადიციული რადიატორები თუ გავაკეთოთ მთლიანი იატაკის გათბობა? განვიხილოთ ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
იატაკის გათბობა
პლიუსები: სითბო ოთახში
ნაწილდება თანაბრად, ქვემოდან ზემოთ, რაც ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნოა (ფეხები თბილად, თავი
გრილად). ვიზუალურად არ იკავებს ადგილს კედლებზე. ქვაბი მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე (40-45°C), რაც
ზოგავს გაზს (განსაკუთრებით საკონდენსაციო ქვაბების დროს).
მინუსები: ინსტალაცია
საკმაოდ ძვირია და მოითხოვს დასხმას (სტიაჟკას), რაც ართულებს მის გაკეთებას უკვე გარემონტებულ სახლში.
იატაკი გვიან ცხელდება.
რადიატორები
პლიუსები: სწრაფად
ათბობს ოთახს. მარტივი და იაფია ინსტალაცია და საჭიროების შემთხვევაში - მილების
შეკეთება/შეცვლა.
მინუსები: სითბო ადის პირდაპირ ჭერისკენ და ოთახში სხვადასხვა
ტემპერატურული ზონები იქმნება. იკავებს ადგილს ოთახის დიზაინში.
გჭირდებათ დახმარება?
ნუ გადადებთ პრობლემას და დაუკავშირდით პროფესიონალებს პირდაპირ ახლა.
დაჯავშნე ვიზიტი