როდის არის დრო გამოვცვალოთ ძველი ქვაბი? 5 ნიშანი
10 იან 2024
5 წთ წაკითხვა
გათბობის ქვაბის რესურსი საშუალოდ 10-15 წელია. დროთა განმავლობაში ის მწყობრიდან გამოდის და მისი ხშირი შეკეთება ფინანსურად წამგებიანი ხდება. როგორ მივხვდეთ რომ გამოცვლის დროა?
5 მთავარი ნიშანი:
- გაზრდილი გაზის გადასახადი: ძველი ქვაბები კარგავენ ეფექტურობას (ხშირად 70%-მდეც კი ჩამოდის). ახალი, განსაკუთრებით საკონდენსაციო ქვაბები 95-98% ეფექტურობით მუშაობენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს.
- ხშირი გაფუჭება და შეკეთება: თუ წელიწადში 2-3 ჯერ გიწევთ ხელოსნის გამოძახება და ძვირადღირებული ნაწილების გამოცვლა (ტვინი, პომპა, თბომცვლელი), ახლის ყიდვა ჯობს.
- რადიატორები არ ცხელდება სრულად: თუ ქვაბი ბოლომდეა აწეული, მაგრამ სახლი მაინც ვერ თბება, შესაძლოა ქვაბმა დაკარგა სიმძლავრე ნადების ან ტუმბოს დასუსტების გამო.
- უცნაური, ძლიერი ხმები: მუდმივი ბრახუნი და "დარტყმის" ხმები მიუთითებს ძირითადი კვანძების ცვეთაზე.
- არაეფექტური ცხელი წყალი: წყლის ტემპერატურა მუდმივად თამაშობს (ხან ცივი, ხან დამწვავი) ე.წ. "შხაპის ეფექტი".
ახალი ქვაბის შეძენა-დამონტაჟებაზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით, დაგეხმარებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში.
გჭირდებათ დახმარება?
ნუ გადადებთ პრობლემას და დაუკავშირდით პროფესიონალებს პირდაპირ ახლა.
დაჯავშნე ვიზიტი